მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

აქციაზე დაკავებულ გურამ ადამიას მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა

ნახვები: 488 აქციაზე დაკავებულ გურამ ადამიას მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. 

ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება იყო, რომელიც ერთმანეთში წინააღმდეგობაში მოდიოდა. 

ადამიას თქმით, თქმით, აღწერა მის გარეგნობასა და ჩაცმულობას არ ემთხვეოდა.ასევე, არასწორად იყო მითითებული დაკავების ადგილიც.

"მხოლოდ ვიდეომტკიცებულება იყო ერთი, რომელზეც საერთოდ სხვა რაღაცები იყო ჩაწერილი, სადღაც სოლოლაკის თავზე ვიღაც იჯდა და რაღაცას ყვიროდა და მე არ ვიყავი ის ადამიანი. მეორე მხრივ, ჩვენებებში მოცემულია, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე მწვანემაისურიანი პიროვნება დადიოდა და იგინებოდა და მე მწვანე მაისური მეცვა, მაგრამ ასევე ქურთუკი, რომელიც ფარავდა ჩემს მაისურს", - აღნიშნავს ის. 

გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა