კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა

ნახვები: 506 თინა ბოკუჩავა - რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა

დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, აშშ-ის ელჩის საქართველოში, დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი შეფასებით, „საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის და ივანიშვილის პარტიის მესიჯები ერთიერთში ემთხვევა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი. დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა და მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა, ისეთ უკიდურეს ზომას მეგობრებთან ურთიერთობაში, როგორიც არის სანქციების დაწესება კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც მათ შორის პროპაგანდის გამოყენებით და ასევე ძალადობით ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს წაართვან ევროატლანტიკური არჩევანი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა