დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

შარლ მიშელი - მივესალმები შეთანხმებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე

ნახვები: 459 შარლ მიშელი - მივესალმები შეთანხმებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე

ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებას მიესალმებიან და ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ჰპირდებიან.

„მივესალმები შეთანხების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც.

„მივესალმები ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უკრაინისა და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. ევროპარლამენტი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების გზაზე“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლაპარაკებების ჩარჩოებზე შეთანხმების მიღწევა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკომისია ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით იქნება“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა