მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს

ნახვები: 560 თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს, მათ შორის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განსაკუთრებით როცა საუბარია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ცესკოს მიერ ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება და ოპოზიციური წევრების გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიის შეფასებითაც კითხვის ნიშნებს აჩენს თავად ცესკოს ნდობასთან დაკავშირებით.

დეპუტატის განმარტებით, თუ მოსახლეობას ცესკოს ნდობა არ აქვს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით - ეს მთლიან პრობლემას ქმნის.

“ვენეციის კომისიის დასკვნა “საარჩევნო კოდექსზე” არ იყო “ქართული ოცნების” და შალვა პაპუაშვილის მიმართვის საფუძველზე, არამედ ევროკავშირის ინიციატივა იყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთვის შესაძლებლობის მიცემას იმისთვის, რომ კანონები იყოს იმ რეკომენდაციების შესაბამისი, რომელიც 9 რეკომენდაციის ნაწილია და რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს, მათ შორის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განსაკუთრებით როცა საუბარია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ცესკოს მიერ ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება და ოპოზიციური წევრების გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიის შეფასებითაც კითხვის ნიშნებს აჩენს თავად ცესკოს ნდობასთან დაკავშირებით. თუ მოსახლეობას ცესკოს ნდობა არ აქვს, რომ ის ადეკვატურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, მთლიან პრობლემას ქმნის არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა