პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ევრო 2024 | გერმანიის ნაკრებმა დანია 2:0 დაამარცხა

ნახვები: 539 ევრო 2024 | გერმანიის ნაკრებმა დანია 2:0 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის წყვილში გამარჯვებული გერმანიას შეხვდება. ტურნირის მასპინძელმა გერმანიამ მერვედფინალში დანიას დამაჯერებელი თამაშით 2:0 მოუგო.

 

ფაქტები

  • დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე მასპინძლებთან ექვსჯერ დამარცხდა. პირველად 1988 წელს გერმანიასთან (1:2), მეექვსედ – ევრო 2024-ზე, ისევ გერმანიასთან.
  • 35-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა. მიზეზი ამინდის გაუარესება იყო. ჭექა-ქუხილს ძლიერი წვიმა და სეტყვა მოჰყვა. თამაში 15 წუთში განახლდა.
  • კაი ჰავერცს კარიერაში 20 თერთმეტმეტრიანი აქვს დარტყმული, საიდანაც მეცხრამეტე დანიასთან გაიტანა.
  • ჯამალ მუსიალამ ევროპის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს დაეწია.

 

გერმანიის ნაკრებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია. აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა, გაიტანა კიდეც ნიკო შლოტერბეკმა, თუმცა მსაჯმა მეკარეზე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. დანიამ თამაში მალევე გამოასწორა და მშვიდი პირველი ტაიმი თამაშის 15 წუთით შეწყვეტამ კიდევ უფრო დაამშვიდა.

მეორე ტაიმში უკვე დანიას არ ჩაუთვალეს გოლი – იოახიმ ანდერსენი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. აქედან ორ წუთში მსაჯი კიდევ ერთხელ მივიდა ვიდეოგამეორების სანახავად – მოედანზე დაბრუნებულმა თითი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. ბურთი დანიელ მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა. პენალტის დარტყმა ჰავერცმა ითავა და მეკარისგან დაბალ, მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა.

გოლის შემდეგ თამაში კიდევ უფრო გაიხსნა. გერმანიის ნაკრებს ორი ასპროცენტიანი მომენტი შეექმნა, თუმცა ჯერ ჰავერცმა ვერ ისარგებლა შანსით, შემდეგ – მუსიალამ. ამ უკანასკნელმა თავისი მაინც გაიტანა – 68-ე წუთზე ზუსტი დარტყმით აიღო დანიის ნაკრების კარი. ამის შემდეგ იყო არაერთი სახიფათო მომენტი, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

გერმანიის ნაკრები შვეიცარიის შემდეგ მეორე მეოთხედფინალისტია, სადაც მისი მეტოქე საქართველოსა და ესპანეთს შორის

გამარჯვებული იქნება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა