მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გურამ კაშია - ეს წარმატება დიდი საქმის დასაწყისი უნდა გახდეს

ნახვები: 581 გურამ კაშია - ეს წარმატება დიდი საქმის დასაწყისი უნდა გახდეს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრაზე გულშემატკივრებს სიტყვით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მიმართა:

„თქვენს გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა.

განსაკუთრებული რამდენიმე თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. მიხარია, რომ ჩვენმა თამაშმა ასეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მინდა ვთქვა, რომ ეს არ უნდა იყოს რაიმეს დასასრული, არამედ ეს უნდა გახდეს დიდი საქმის დასაწყისი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა