ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თინა ბოკუჩავა - 8 ივლისს ვგეგმავთ ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიება - ერთგვარი პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც

ნახვები: 564 თინა ბოკუჩავა - 8 ივლისს ვგეგმავთ ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიება - ერთგვარი პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 8 ივლისს გაიმართება პარტიის ყრილობა და ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდება პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საკითხი.

ბოკუჩავას თქმით, მას ექნება პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა” მისი თავმჯდომარეობით შევიდეს.

„იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ, შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ, პოლიტსაბჭოს ფორმატში.

8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. ამასთან, სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. შევიკრიბეთ დღეს, რადგან მივიღოთ გადაწყვეტილებები.

იცით, ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში.

რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, რას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს“.

„რას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს? ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოიხსენიებენ, როგორც რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული არჩევანი. ეს არის მოცემულობა და ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ მას.

ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები. წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა