საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის-ლევან იოსელიანი

ნახვები: 387 სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის-ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა სასამართლოში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიტიკური მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და პოლიტიკური ჯგუფები შეაფასებენ გატარებულ რეფორმებს, ასევე მოამზადებენ საკუთარ ხედვას.

„თვის ბოლოს ჩვენს შეფასებებს დავდებთ და მსჯელობას დავიწყებთ, რა არის გამოსავალი. საბოლოოდ, რაზე მივალთ და რაზე არა, ამაზე საუბარი დღეს არ ყოფილა. ყველა სხვადასხვანაირად უყურებს ჩატარებულ რეფორმას - ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც კრახად და ამ სახის შეფასებებს ყველა პარტია ერთად მოამზადებს, შემდეგ ამ შეფასებებს განვიხილავთ", - განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში პოლიტიკურ მხარეებს შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა