მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის მოვლენები, ალბათ, ძალიან მალე დამთავრდება - ამ მომენტიდან საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს

ნახვები: 427 მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის მოვლენები, ალბათ, ძალიან მალე დამთავრდება - ამ მომენტიდან საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს

უკრაინის მოვლენები ალბათ ძალიან მალე დამთავრდება - ამ მომენტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს , - ეს პოზიცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამოხატა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება ზედმიწევნით ზუსტი და რელევანტურია.

"ვინც არსებულ მდგომარეობას და საქართველოსთან დაკავშირებით განწყობების ცვალებადობას საღად განსჯის, ნათელი იქნება, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი, განმაპირობებელი ფაქტორია საქართველოს მიმართ შეცვლილი, გაურესებული რიტორიკისა, რაც ცალკეული პარტნიორი სახელწმიფოთა პოლიტიკოსებისა და დაწესებულებების მხრიდან გვესმის.

გამომდინარე აქედან, რა წამს მოისპობა მიზეზი, რის გამოც ნეგატიური შთაბეჭდილებების დამკვიდრების მცდელობებს ვადევნებთ თვალს, ეს ყველა პროცესს ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა