მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ლევან ბეჟაშვილი - სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი - ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ იყოს ცვლილებების წელი

ნახვები: 570 ლევან ბეჟაშვილი - სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი - ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ იყოს ცვლილებების წელი

ისევე როგორც მთელ საქართველოში, იორმუღანლოშიც ძალიან მძიმე ვითარებაა. ინფლაციის გამო ფულს ფასი არ აქვს, ხალხს უჭირს პროდუქციის რეალიზება და გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი, რაც ხალხის ნებას და სურვილს განაპირობებს, რომ ქვეყანაში ცვლილებები იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა იორმუღანლოს ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, რაც მოსახლეობას აწუხებს.

„დღეს ვიმყოფებით საგარეჯოს რაიონ სოფელ იორმუღანლოში, სადაც ხალხი ვაჭრობს და თავის სასურველ სამეურნეო პროდუქციას ყიდიან. ბაზარშიც ჩანს თუ რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ინფლაციაა, ფულს ფასი არ აქვს, ადამიანებს არ შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზება და ყიდვა. სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ხალხს აწუხებს, ამიტომ ეს განაპირობებს ხალხის ნებას და სურვილს, რომ ეს წელი იყოს ცვლილებების წელი, ეს მთავრობა შეიცვალოს და ხალხს მიეცეს საშუალება უკეთ იცხოვროს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა