დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე „ახალი“ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 450 ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე „ახალი“ განცხადებას ავრცელებს

სამტრედიაში ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე კოალიცია „ახალი“ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას.

რაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში.

ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია – 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას.

განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-იდან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის.

„ქართული ოცნება“ არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, – ნათქვამია „ახალის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა