მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სემეკ-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ

ნახვები: 407 სემეკ-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ

„თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკ-ს.

„სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკ-ის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, სადაც რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსებით, ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: gnerc.org/ge/telasi-telmiko.

დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ, ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე, სემეკის გვერდის დახმარებით“, – აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა