მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ნინო წილოსანი - ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია

ნახვები: 541 ნინო წილოსანი - ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ალეკო ელისაშვილის პარტიის კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ელისაშვილი, ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი და იაფფასიანი პოპულისტია, ხოლო, ლევან ცუცქირიძე, ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მსახური იყო.

ნინო წილოსანის თქმით, ელისაშვილი და ცუცქირიძე, ამ კოალიციის კოლექტიური სახეა.

„კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით.

პირველი, ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას. ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია, რომელიც მარტივად ატყუებს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა მცირე დროით…შემდეგ რომელიმე სხვა პარტიაში გადახტება და სხვის ფულებს ამოეფარება.. პრინციპში, იმ ბრძენმა კაცმა რომ დაარიგა ალეკო არ “შეგეშალოს” ( კულტურულად დავწერ ) რამეო, ყოველ ჯერზე, აშკარად ამ კაცის შიშს ამართლებს…

მეორე კი, ლევან ცუცქირიძეა, რომელიც კარგად გემახსოვრებათ. ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა… ფაქტია, მისთვის ქართული ღირებულებები არაფერს წარმოადგენს, „ნაცების“ მსახური იყო თავის დროზე, მათ ფაშისტურ იდეებს ემსახურებოდა და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება. მთელი ეს პერიოდიც სწორედ ამას ემსახურებოდა თავისი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით და უცხოური დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან “გაუპრავა” პარალელური დათვლებით 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები. ეტყობა სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო მიიწვია “ლელომ” 2024 წლის არჩევნებშიც.

დარჩენილ ორზე არაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ცუცქირიძე და ალეკო მათი პარტიის კოლექტიური სახეა” - წერს ნინო წილოსანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა