მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს

ნახვები: 384 თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან პარტია „კანონი და სამართლის" ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა გაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს მოღალატეები უწოდა, რასაც მოსამართლე გამოეხმაურა. „სამშობლოს მოღალატე უწოდო საჯარო მოხელეს, ეს მძიმე მოსასმენია", - აღნიშნა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ამის შემდეგ სასამართლო დარბაზში მყოფმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ „სირცხვილია, როცა კორუფციონერები ასამართლებენ მესამე პრეზიდენტს". მან სასამართლოს დღევანდელ პროცესს სამარცხვინო უწოდა.

მოსამართლემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდგაც თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა