Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გელათის მონასტერში 2021 წელს ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევს

ნახვები: 371 გელათის მონასტერში 2021 წელს ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევს

გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დადებით შეფასებას აძლევს, - საერთაშორისო საბჭოს მიერ სამინისტროსთვის გამოგზავნილი ანგარიშის დეტალებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის გადარჩენის მიზნით, UNESCO-სა და მათ მიერ რეკომენდებულ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მოწვეულ იქნენ კედლის მხატვრობის საერთაშორისო დონის კონსერვატორები - მარკო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. მ. პულიერი და ვ. ჩენტანი იმ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ, UNESCO-ს ეგიდით, 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და მიზნად ისახავს 2008-2020 წწ. პერიოდში გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი სერიოზული პრობლემების აღმოფხვრას. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მსოფლიო დონის ექსპერტი, პროფესორი, არქიტექტორი უგო ტონიეტი, ჯგუფის წევრია ასევე მსოფლიოში აღიარებული კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 16 სექტემბერს, დადგენილი წესის თანახმად, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს კულტურის სამინისტროდან გაეგზავნა გელათის მონასტერში განხორციელებული ვიზიტებისა და ექსპერტიზის ანგარიშები, რომელიც, თავის მხრივ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა შეფასებისათვის მის მრჩეველ ორგანოს - ICOMOS-ს წარუდგინა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მარიო პულიერიმ 1998 წელს აღადინა იტალიაში (უმბრიის რეგიონი) ასიზის ტაძარში ჯოტოს ფრესკები, რომლებიც 1997 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ასევე, პულიერის სახელს უკავშირდება Nymphaeum of Palazzo Sacchetti - კედლისა და კამარის ფრესკების აღდგენა რომში (XVI ს.) და იგი არის პადუას საკათედრო ტაძრის (XV ს.) ბაპტისტერიის კედლებზე ფრესკების აღდგენის პროექტის ტექნიკური დირექტორი, ოვეტარის სამლოცველოში (XV ს.), პადუაში - ანდრეა მანტენიას, ბონო და ფერარას, ანსუინო და ფორლის ფრესკების რეკონსტრუქციისა და აღდგენის ტექნიკური დირექტორი, და სხვ. რაც შეეხება ვინჩენცო ჩენტანის, მის მიერ აღდგენილი ძეგლების ჩამონათვალშია ნიკოლინის სამლოცველოს რესტავრაცია (ვატიკანი), მე-14 საუკუნის ფრესკები სანტა ლუჩია დი მასაკვანოს ტაძარში (ნეაპოლი); კედლის მხატვრობა, რომელიც ასახავს ჯვარცმას (მე-16 საუკუნის ბოლო) ნეაპოლის რეგინა კოელის მონასტრის კიბეზე; ფრესკები (მე-19 ს.) სოსიოს ეკლესიაში, ფრატამაჯორე (ნეაპოლი); ფრესკები და მოზაიკა (იმპერიული ხანა) Via Cruciferi-ის არქეოლოგიურ ძეგლზე, კატანიაში, და სხვ.

ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ადგილზე ვიზიტები, ნიმუშების აღება და მათი ექსპერტიზა 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს განახორციელა. მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის გელათში ვიზიტი შედგა 2021 წლის 22-29 ივნისის პერიოდში და მათ, კედლის მხატვრობის ქართველ პროფესიონალებთან ერთად (მერაბ ბუჩუკურის ჯგუფი) კედლის მხატვრობის არაერთი ფრაგმენტი საბოლოო განადგურებას გადაარჩინეს. ვიზიტის შემდეგ, დაზიანებული კედლის მხატვრობის შენარჩუნებაზე მუშაობა, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგიითა და მათი ზედამხედველობის ქვეშ, მერაბ ბუჩუკურმა და მისმა ჯგუფმა 2021 წლის დეკემბრამდე წარმატებით გააგრძელა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა