მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა

ნახვები: 489 „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე.

თავის მხრივ, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე იყო ის ადგილები, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ მხრიდან თავდასხმა კიდევ მოსალოდნელია. ამ წუთებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო თათბირი იმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა