თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბულგარეთში პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს და „ბრიქსის“ წევრი გახდეს

ნახვები: 512 ბულგარეთში პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს და „ბრიქსის“ წევრი გახდეს

ბულგარეთის რადიკალურ პრორუსულ პარტიას სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი დატოვოს და „ბრიქსის“ წევრი გახდეს. 4 სექტემბერს პარტია „აღორძინებამ“ მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანების 2043 წლამდე გადადების შესახებ, თუმცა მათი ეს მოთხოვნა სოციალისტურმა, პოპულისტურმა და პროევროპულმა პარტიებმა უარყვეს. პარტია „აღორძინების“ ლიდერმა, კოსტადინ კოსტადინოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთმა ნატო და ევროკავშირი უნდა დატოვოს.

„თუ გვსურს, რომ გვქონდეს მომავალი, ჩვენი ადგილი ამ მტანჯველ სტრუქტურებში არ არის. ესენი არიან ევროკავშირი და ნატო. თუ ევროკავშირში რეფორმები არ იქნება, ჩვენ უნდა დავტოვოთ ის, რადგან არ უნდა მოვკვდეთ მასთან ერთად“, – თქვა პარტიის ლიდერმა.

ამავე პარტიიდან კიდევ ერთი დეპუტატი ცონჩო განევი ამბობს, რომ ბულგარელებს უნდა ჰკითხონ, სურთ თუ არა ევროზონაში გაწევრიანება. განევის თქმით, „ბრიქსის“ კლუბი დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით უფრო მდიდარია და სწორედ ამიტომ იწვევს რეფერენდუმის ჩატარება შიშს პროევროპულ პარტიებში. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კი დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ბულგარელი ხალხი კომპეტენტურია ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად და პროევროპული პარტიები ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდნენ ამას.

„არსებობს ეჭვი, რომ თქვენ ამ რეფერენდუმით ცდილობთ, ზიანი მიაყენოთ ბულგარეთს“, – უპასუხა პროევროპული კოალიციის წევრმა, მარტინ დიმიტროვმა.

ბულგარეთის მიზანი არის, რომ ქვეყანა ევროზონაში არაუგვიანეს 2025 წლის შუა რიცხვებამდე გაწევრიანდეს, თუმცა ექსპერტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ყველაზე რეალისტური 2026 წლის პირველი იანვარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა