დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება

ნახვები: 528 ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები - როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წარსულის პარტიაა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დამარცხდეს.

„ბიძინა ივანიშვილი არის საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ფიქრობს, რომ ის ამით მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია. ამიტომ ჩემთვის პირადად და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიაში- „ქართული ოცნება“ არის წარსულის პარტია, „ქართული ოცნება“ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ჩარჩენილი პარტია. შესაბამისად, თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები, იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დავამარცხოთ წარსულის პარტია, „ქართული ოცნება“, რომელსაც უნდა, რომ საქართველო იზოლაციაში დატოვოს ჩვენს მტერთან პირისპირ მარტო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს.“- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა