ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ძირს დაგდებულს სახეში ჩამარტყეს წიხლი-ყოფილი ძალოვანი შს მინისტრს მოძალადე პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს

ნახვები: 635 ძირს დაგდებულს სახეში ჩამარტყეს წიხლი-ყოფილი ძალოვანი შს მინისტრს მოძალადე პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს

მოძალადე და კრიმინალების მფარველი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში - ყოფილი ძალოვანი ვახტანგ გომელაურის უწყებას დიდ სკანდალში ამხელს.

დავით ჭალიძე ირწმუნება, რომ პოლიციელები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კრიმინალებთან იყვნენ გარიგებული და არაადამიანური მოპყრობით გამოირჩეოდნენ, ვახტანგ გომელაურმა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და მათ ახლა მინისტრის დავალებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ილია კვაღინიძე მფარველობს.

საუბარია რომან მამუჩიშვილზე, აჩიკო ახალკაცზე, მამუკა ტერაშვილსა და ჯონი კირვალიძეზე.

​ჭალიძე ამბობს, რომ 2011 წელს, მან დააკავა კრიმინალური ავტორიტეტები, რომელთა გათავისუფლებაც, მისმა კოლეგებმა დაუყოვნებლივ მოსთხოვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა მოთხოვნას, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს სამართალდამცველები მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა არათუ სამსახურიდან გაუშვა, არამედ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და ამ თანამდებობებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.

"ჩემს მიერ დაკავებული იქნა კრიმინალები. ამის შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელობა ჩემთან შემოვიდა კონფლიქტში, არ მოეწონათ აღნიშნული თემა. ის დაკავებულები გაუშვეს და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, დამაკავეს იმ მიზეზით, რომ ვითომ მე პოლიციის ხელმძღვანელობას, ამ შემთხვევაში ჯონი კირვალიძეს და მამუკა ტერაშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა. უკანონოდ დაკავებულს, ძირს დაგდებულს სახის არეში ჩამარტყეს წიხლი. პოლიციელები გამოძიებაში ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, პროკურატურა არ უყენებს აღნიშნულ პოლიციელებსა და პროკურორს ბრალს. შს მინისტრის აღნიშნული პოლიციელები დაჯილდოებული ჰყავს სხვადასხვა ხარისხის მედლებით და მფარველობს მათ", - ამბობს დავით ჭალიძე.

​დავით ჭალიძემ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით სარჩელი მოამზადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

საქმის მასალების თანახმად, დაზარალებული აცხადებს, რომ პოლიციელმა იატაკზე დაგდებულს სახის არეში ამოარტყა წიხლი. პოლიციელი კი განმარტავს, რომ დაზარალებული თავს ურტყამდა იატაკს და ამის აღსაკვეთად ფეხი მოათავსა დაზარალებულის სახესა და იატაკს შორის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა