სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებები მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა

ნახვები: 514 იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებები მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა

არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს, - ასე უპასუხა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე დასმულ კითხვას.

ხვიჩიას თქმით, „როცა მხარეებს ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია“.

„ვფიქრობ, რომ „ლელოს“ და ბატონ გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალა ხელი. დაშლის მერე მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივე ცოტ-ცოტა სინანულშია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.

მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა - თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და "ლელოსთან" უნდოდა. "ლელომ", როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა - "უი, როგორ გეკადრებათო" - დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. მერე საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა "ლელოც" მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას „გადაუნდა“ და "ლელოს" მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ, მაგრამ მგონია, რომ "ლელოს" ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ შედგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა