ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

სერგო ჩიხლაძე - ლავროვის განცხადება არის დაცინვა!

ნახვები: 549 სერგო ჩიხლაძე - ლავროვის განცხადება არის დაცინვა!

ლავროვის განცხადება არის დაცინვა! - ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასების განაცხადა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვი იყენებს „ქართული ოცნების“ ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს.

„ეს არის მორიგი დაცინვა! ურთიერთობების დალაგება, საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობა ევროპის კავშირზეა. ჩვენ გავხდებით ევროპის კავშირი და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს არის დაცინვა! ის იყენებს „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს. ისინი ამით კმაყოფილები არიან. ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა