დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

მამუკა ხაზარაძე - არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის

ნახვები: 472 მამუკა ხაზარაძე - არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის

გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს - ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არაფერი დასრულებული არ არის და არავის მისცემენ უფლებას ქართველი ხალხის არჩევანი მოიპაროს.

„გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის მიუღებელია, შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს! გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქისა და ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას! ასევე მათი უფლებების დაცვას, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ევროატლანტიკური სივრცეს არჩევს, ამას არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში! ეს არ მოხდება! ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, ჩვენს ვდგავართ სიმართლისა და გამჭვირვალობის მხარეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, გუშინდელი არჩვები მიუღებელია, ეს იყო მოპარული არჩევნები და სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ მეთოდებით და მათი დახმარებით საქართველოში ჩაატარა.

არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის, ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და არავის, არ არცერთ ადამიანს, რომელიც აქ ჩანერგილია, რომ ამ ქვეყნის კურსი შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ მას, ეს არ გაუვა. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხალხის გვერდში დგას, არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, რომ ვინმეს გავუთეთროთ ჩვენი ხალხისთვის მოპარული და წართმეული უფლებები“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა