საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მაია სანდუ - მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ - გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო

ნახვები: 524 მაია სანდუ - მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ - გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო

მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხართ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.

„გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას“, - აღნიშნა სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა