პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გიორგი ვაშაძე - ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს

ნახვები: 518 გიორგი ვაშაძე - ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს

დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

„1. ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. 2. არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5. ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი. 6. ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. დაბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.

„ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ.ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული. ჩვენი მთავარი სლოგანია, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. რაც მთავარია, ვითხოვთ, „ქართული ოცნების“ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება ხვალინდელ შეკრებას, ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა