საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

საქართველო არის უკრაინის გვერდით-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 467 საქართველო არის უკრაინის გვერდით-არჩილ თალაკვაძე

საქართველო არის უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ ვითარების დეესკალაციას და უკრაინის უფლებას, მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„საქართველო არის უკრაინის გვერდით. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ვითარების დეესკალაციას და უკრაინის უფლებას, მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მშვიდობა იქნება გარანტირებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა