საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

დევიდ მაკალისტერი - ქართველებს არ სურთ იყვნენ პუტინის ორბიტაში

ნახვები: 447 დევიდ მაკალისტერი - ქართველებს არ სურთ იყვნენ პუტინის ორბიტაში

საარჩევნო დარღვევები ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული.

“გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საჭირო რეფორმები მოჰყვებოდა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება უდიდესი შესაძლებლობა იყო საქართველოს მთავრობისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გააჩინეს ქვეყნის მიმართულებაზე და თბილისში მთავრობის განზრახვებზე. წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი.

ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ გამოძიებულ და პასუხი გაცემულ უნდა იქნას. ისინი ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, - განაცხადა მაკალისტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა