პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შიდა გეგმა 10-პუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარვადგენთ

ნახვები: 399 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შიდა გეგმა 10-პუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარვადგენთ

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს შიდა მდგრადობის გეგმაზე - ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ უკრაინა ძლიერი იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„განვიხილეთ რამდენიმე პუნქტი, მათ შორის კულტურული სუვერენიტეტი, რომელიც მოიცავს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობას, თანამედროვე კულტურას და კულტურულ დიპლომატიას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე განიხილეს გეგმის ის პუნქტებიც, რომლებიც უსაფრთხოებას, ენერგეტიკას და შეიარაღების საკითხებს ეხება.

„ასევე განვიხილეთ ჩვენი შიდა გეგმის ფარგლებში უსაფრთხოების პუნქტი- უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, ყველა რეგიონში, ყველა საზოგადოებაში. ეს ფუნდამენტურია. უსაფრთხო სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავეს კარგი გადაწყვეტილებები. აუცილებლად განვახორციელებთ ყველაფერს. ჩვენ უკვე განვიხილეთ ენერგეტიკასთან დაკავშირებული პუნქტები - ყველაფერი დეტალურად არის მომზადებული - ასევე შეიარაღება, მათ შორის ჩვენი საკუთარი წარმოება და მოკავშირეებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შიდა მდგრადობის გეგმა ათპუნქტიანია და მას მომავალ კვირას წარადგენენ.

„სულ არის ათი პუნქტი, რომელიც მომავალ კვირას იქნება წარდგენილი და თითოეულ პუნქტზე, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ყველასთან ერთად, ვინც მზად არის რაციონალური იდეების შესატანად, ბიზნესთან ერთად, მოვამზადებთ უკრაინის ფუნდამენტურ, დოქტრინულ დოკუმენტს ჩვენი მდგრადობის შესახებ. კონკრეტული დანართებით. ნაბიჯ-ნაბიჯ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შიდა შესაძლებლობებს უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, რათა გვქონდეს უფლება სიტყვაზე - გამარჯვება. თითოეულ ჩვენგანს – ყველა უკრაინელს, მილიონობით ადამიანის, რომელიც ოცნებობს ამ ომის უკრაინისთვის სამართლიანად დასრულებაზე და მუშაობს და იბრძვის ამ მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა