ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თინა ბოკუჩავა - გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას

ნახვები: 485 თინა ბოკუჩავა - გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას

ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და სასამართლო-ზეპირი განხილვის გარეშე, მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები, - ასე აფასებს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სააპელაციო სასამართლოსთან იმ ფაქტს, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და სასამართლო.

„აღნიშნულის მორიგი დასტურია დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ. სამ ქალ მოსამართლეს რეჟიმისგან დაევალა რეჟიმისგან გაყალბებული არჩევნების დაკანონების დანაშაული. მოსამართლე თამარ ონიანი, ნინო ჭიჭილაშვილი, ილონა თოდუა - იმდენად სამარცხვინო იქნება მათი დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ვერც კი გაბედეს ჩაეტარებინათ სხდომა მხარეების მონაწილეობით. ზეპირი განხილვის გარეშე, მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები. იმდენად დაიმონა მთელი მართლმსაჯულების სისტემა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ ერთ მოსამართლეს, ვლადიმერ ხუჭუას აღმოაჩნდა გამბედაობა და კეთილსინდისიერება, რომ დაედასტურებინა, დიახ, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, დარღვეული იყო ფარულობის და თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები და სასამართლო, ერთადერთი გამოსავალი კი არის საერთაშორისო გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას იმისთვის, რომ „საზოგადოების წინაშე დამტკიცდეს საყოველთაოდ ცნობილი სიმართლე, კერძოდ, ის, რომ არჩევნები გაყალბებულია“.

„გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა