მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

"შენ ხარ შავი ლაქა" - ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძის დამსახურებით კალანდარიშვილმაც გაჟონა

ნახვები: 561 "შენ ხარ შავი ლაქა" - ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძის დამსახურებით კალანდარიშვილმაც გაჟონა

ცესკოს სხდომაზე, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები უნდა შეეჯამებინა  ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული. სხდომის შეჩერების მიზეზი კომისიის წევრსა და თავმჯდომარეს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა. 

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრ დავით კირთაძეს, რომელიც მას ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებდა, განცხადებით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

"თქვენ საქართველოს წაართვით მომავალი და ქვეყანას მიაქანებთ რუსეთისკენ, თქვენ თავმჯდომარე კი არა , ხართ "ტოჩკა რუ", შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი." - განაცხადა დავით კირთაძემ კალანდარიშვილის მისამართით. რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.

"შენ ხარ შავი ლაქა" - მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და ჭიქით შავი სითხე შეასხა 

დავით კირთაძეს სხდომის დარბაზი მანდატურმა დაატოვებინა. რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სხდომის  პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ოლიგარქიული რეჟიმის მიერ არჩევნების მიტაცებას აპროტესტებს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა