No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს

ნახვები: 667 დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს

საქართველოში არის მორიგი „ფერადი“ („ვარდების“, „ნარინჯისფერი“ და ა.შ.) რევოლუციის მცდელობა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს, მეორე ნაწილი დუმს. საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს, რადგან არჩევნებს არ ცნობს“, - წერს მედვედევი.

მისი მტკიცებით, ადრე ამისთვის ხალხს „ბოძებზე ჰკიდებდნენ“.

„ახლა ჰუმანური დროა. ის განახორციელებს. ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში, აიძულონ არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ თავხედურ ევროკავშირს, ნატო-სა და პინდოსტანს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება“, - წერს მედვედევი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა