გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!

ნახვები: 664 სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

„სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ პოსტში წერს, ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს, ვინც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„არალეგიტიმური პრემიერი მივიდა საგარეოში. რისთვის? - ალბათ, იმისთვის, რომ თანამშრომლებს დაემუქროს. აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც ხელს აწერს პროტესტს. კონსტიტუციით დაცული კიდევ ერთი უფლების ფეხქვეშ გათელვა!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სამინისტროში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმყოფება, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ახალი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნდა წარუდგინოს.

უწყებასთან დღეს დილიდან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებენ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებასთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა