კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს წარმატების შანსი ექნება-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 434 რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს წარმატების შანსი ექნება-პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს შანსი ექნება, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში წარმატებას მიაღწიოს, თუ პარტიული გავლენებისგან გამოვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს მანჯგალაძემ განუცხადა, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებელს" განსხვავებული გეგმა ჰქონდა და საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებდა, მაგრამ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ მხარს დაუჭერენ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას.

„ბადრი ჯაფარიძეს შანსი ექნება, რუსთავში წარმატებას მიაღწიოს, თუ პარტიული გავლენებისგან გამოვა და რუსთაველი ამომრჩევლის წინაშე წარდგება, როგორც ხალხისა და სიმართლისთვის მებრძოლი კანდიდატი. ეს ორი პირობა უნდა დააკმაყოფილოს და წარმატების შანსი ექნება. მხოლოდ „ლელოს" და „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულობაში არ უნდა ჩაიკეტოს. სახალხო კანდიდატი უნდა იყოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა