მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სალომე ზურაბიშვილი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს

ნახვები: 716 სალომე ზურაბიშვილი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის მიუხედავად, რომელიც უახლოეს დღეებში „სიკვდილის შესაძლო 2-3 ფაქტის“ შესახებ აცხადებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ვიდეოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ რეპრესიული ძალების შეტევამდე აქციები მშვიდობიანია.

„ასეთი მშვიდობიანია საპროტესტო აქციები, სანამ რეპრესიული ძალები შეტევას დაიწყებენ. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არც ერთი ფანჯარა არ ჩამსხვრეულა, არც ერთი ავტომობილი არ განადგურებულა, მაგრამ ასობით სასტიკ დაკავებას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა