Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

იან კელი და დევიდ კრამერი - საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება

ნახვები: 740 იან კელი და დევიდ კრამერი - საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება

საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება - მას დასანქცირების ეშინია. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი ავრცელებენ.

“საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება. მას მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რაც საქართველოში ბოლო წლებში არასწორად წარიმართა.

ივანიშვილს დასანქცირების ეშინია; მას არ სურს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის დაკარგვა, ასევე, მას არ სურს სტიგმა, რაც გამოყოფას მოჰყვება.

“გლობალური მაგნიტსკის აქტისა” და დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობას აქვს შესაძლებლობა შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის (რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევასაც მოიცავს), და კორუფციისთვის. “გლობალური მაგნიტსკის აქტის” ფარგლებში სანქციებმა შეიძლება მოიცვას შეერთებულ შტატებში მგზავრობისთვის ვიზების უარყოფა და “განსაზღვრული პირების აშშ-ის იურისდიქციაში მთელი საკუთრებისა და საკუთრებაში ინტერესების” დაბლოკვა.

ასევე, სასანქციო სიაში უნდა იყვნენ “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მყოფი პარლამენტის ყველა წევრი, ვინც ხმა მისცა რუსული სტილის კანონმდებლობას, რომელიც სამიზნეში იღებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისევე როგორც LGBTQ+ საზოგადოებას. მსგავსი ზომების პრეცედენტი შეიძლება იყოს მსგავსი სანქციები, რომლებიც რუსეთის პარლამენტის წევრების წინააღდეგ იქნა შემოღებული 2022 წელს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის. და ვაშინგტონმა უნდა გააფრთხილოს პოლიციისა და სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში მონაწილეობენ, რომ “გლობალური მაგნიცკის აქტის” ფარგლებში ისინიც იქნებიან სამიზნეში ამოღებული…

ბაიდენის ადმინისტრაციამ მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი არაორაზროვანი მხარდაჭერის სიგნალი უნდა გასცეს, რასაც ივანიშვილის დასანქციება იზამს. და ეს მორალური მხარდაჭერა იქნება საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში და სხვაგან 100-ზე მეტი ქართველი ოფიციალური პირისთვის, ვინც მამაცად გადადგა თავისი თანამდებობებიდან იმის პროტესტის ნიშნად, რაც ივანიშვილმა და კობახიძემ გააკეთეს…

პრეზიდენტი ზურაბიშვილი შაბათ-კვირას პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნაზე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ესაუბრა. თუ მიმავალი ადმინისტრაცია ვერ იმოქმედებს, იმედი არსებობს, რომ მომავალი [ადმინისტრაცია] გააკეთებს სწორ რამეს. მაგრამ მანამდე შესაძლოა ძალიან გვიანი აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, დაშავებული, შეიძლება მოკლულიც კი აწმყოდან მაგ მომენტამდე,” - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა