მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ნონა ქურდოვანიძე - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა

ნახვები: 667 ნონა ქურდოვანიძე - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 13 დეკემბერს,“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

„ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ: 1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ - მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა სასამართლოში მისვლაზე; 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით - ანუ ვისაც სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გაუფორმა სასამართლომ, შეიძლება პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა