მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რობერტა მეცოლა - ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით

ნახვები: 552 რობერტა მეცოლა - ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით

ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ველოდოთ მკაცრ ფორმულირებას სამიტის შემდგომ დეკლარაციაში, რობერტა მეცოლამ უპასუხა: „შეგიძლიათ ელოდოთ მკაცრს ფორმულირებას ევროპარლამენტისგან, თქვენ იხილეთ ჩვენს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მის შედეგებთან და იმასთან დაკავშირებით გვქონდა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები“.

„ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც“, - განაცხადა მეცოლამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა