მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ნიკა გვარამია - „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება

ნახვები: 676 ნიკა გვარამია - „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება

ყველას მინდა შევახსენო - „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები - ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

მისივე თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ტყვეებით ვაჭრობა არ შეიძლება.

„ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“,- წერს გვარამია.

ამასთან, გვარამია იმ ძირითად საკითხებს ასახელებს, რაც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკომენტაროდ დებს ალან ბერსეს ბრიფინგს „განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე მისი კოალიცია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა