ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, ფილმების ნაცვლად, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს

ნახვები: 730 საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, ფილმების ნაცვლად, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს.

ამ მოთხოვნით არხის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორები, რეჟისორები და წამყვანები.

მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რაზეც მენეჯმენტისგან უარი მიიღეს.

მათივე შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი, რომ მსგავსი სატელევიზიო პროგრამა მაყურებელს შესთავაზოს.

"აქ ვდგავართ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რედაქციის თანამშრომლები. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესები არ არის პერსონალური. ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან გადაავადა ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ დღის ეთერი გახსნან. მენეჯმენტი ამაზე უარს გვეუბნება.

ასევე, მათგან მივიღეთ წერილი, სადაც გაურკვეველია, გახსნის თუ არა პირველი არხი ეთერს და მიზეზად ტექნიკურ საკითხს ასახელებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ტექნიკურად დღის რამდენიმე საათიანი გადაცემის უზრუნველყოფა ამ არხს შეუძლია.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს დაეთმოს და არა ფილმებს.

მზად ვართ, მენეჯმენტთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის", - განაცხადა პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა