Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა

ნახვები: 639 თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა

 

ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები.

თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოუწოდა, მობაილბანკით გაეზიარებინათ სურვილები, რომლებსაც ისინი საქართველოს 2025 წელს უსურვებდნენ. საახალწლო სურვილები თიბისიმ საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და მსოფლიოს 111 ქვეყნიდან მიიღო.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისიმ საახალწლო კამპანია არ გაუშვა. სანაცვლოდ კი ყველა ის საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, ადამიანებს დაუთმო, რათა მათი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 27-30 დეკემბერს, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მობაილბანკში გაეზიარებინათ რას უსურვებდნენ საქართველოს 2025 წელს.  

თიბისიმ სურვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მთელი საქართველოდან შეკრიბა, შემდეგ ისინი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში გაშალა. ასევე, სხვადასხვა შინაარსის სურვილები საქართველოს ყველა ქალაქში გავრცელდა: ქუჩებში ციფრულ მონიტორებზე, თიბისი ბანკის ფილიალის ეკრანებზე, ბანკომატებზე, მობაილბანკში, აეროპორტის ეკრანებზე, ციფრულ არხებსა და კინოთეატრებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა