გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ნინო ზაუტაშვილი - - მაუწყებელს მოუწევს ხალხის ხმა გაიგოს

ნახვები: 899 ნინო ზაუტაშვილი - - მაუწყებელს მოუწევს ხალხის ხმა გაიგოს

ახლა ვინც არ უნდა გვიპასუხოს და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბორდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ეგულებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო თავისი აზრის დასაფიქსირებლად, თავისი მოსაზრების გამოსახატად, თავისი პრობლემის მოსატანად და საჩვენებლად საზოგადოებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ჩვენი ეთერების დაწყებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ყველა ფენას.

მთავარი არის სიმართლე, სადაც არის სიმართლე, საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს. ეს არის გარდაუვალი ამბავი. ასე რომ, ვინც არ უნდა გვიპასუხოს ახლა და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა