თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

SJC მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად გამოიძიოს ვახტანგ ფირცხელაურის გატაცების და ცემის საქმე

ნახვები: 477 SJC მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად გამოიძიოს ვახტანგ ფირცხელაურის გატაცების და ცემის საქმე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გორში აქტივისტის, ვახტანგ ფირცხელაურის გატაცებასთან და ცემასთან დაკავშირებით მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად, ობიექტურად და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე.

26 იანვარს ვახტანგ ფირცხელაურმა განაცხადა, რომ სამმა ნიღბიანმა ფურგონის საბარგულით გაიტაცა, გაძარცვა და სცემა. ფიცხელაური თავდასხმას სწორედ მისი აქტივიზმის, მათ შორის, ბოლოდროინდელ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორებად მიიჩნევს. შსს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის მუხლით აწარმოებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აქტივისტებზე კერძო პირების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმის პრაქტიკა ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც.

„2024 წლის გაზაფხულზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებიდან დღემდე სამოქალაქო აქტივისტების/პოლიტიკოსების ცემის, ჩასაფრების და გატაცების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში ადამიანებს რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ძალადობა უმეტესად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან, სამუშაო ადგილებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში დემონსტრაციულად ხდებოდა.

ოპოზიციონერებზე და აქტივისტებზე თავდასხმის ათეულობით შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ სწორედ ე.წ „ტიტუშკების“ პრაქტიკა გამოიყენა. ძალადობის აღნიშნული ეპიზოდების ჩადენის დრო, სცენარები და ტაქტიკა პრაქტიკულად ემთხვეოდა ერთმანეთს და კარგად ორგანიზებულს ჰგავდა. განსაკუთრებით საეჭვო იყო ის, რომ ამ ჯგუფებმა იცოდნენ კონკრეტული პირების საცხოვრებელი მისამართები და მათი გადაადგილების ზუსტი დრო.

ცხადიარომ ამგვარი ძალადობის წახალისებით „ქართული ოცნების“ მიზანი ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აქტივისტების დაშინება და მათი წინააღმდეგობის ჩახშობაა. ასევე ნათელიარომ ამას ოპონენტების დამცირებისა და უფრო ფართო საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმების ამოცანაც აქვს.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და მათი დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ზრდის ახალი ძალადობრივი შემთხვევების რისკებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • უზრუნველყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება ვახტანგ ფიცხელაურის მიმართ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ჩადენილი გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე;
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამნაშავე პირების სწრაფი იდენტიფიცირება და  მათ მიმართ მყისიერი სამართლებრივი ზომების მიღება;
  • გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.

საქართველოს პროკურატურას

  • უზრუნველყოს საქმეზე “პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო” სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და გამოძიების პროცესის ჯეროვანი ზედამხედველობა;
  • მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, შეისწავლოს პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე მსგავსი თავდასხმის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირები და მათი ორგანიზების, დაქირავებისა და მართვის სქემები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვახტანგ ფიცხელაურის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და გამოძიებას მიმდინარეობის  შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“,  – აცხადებს ორგანიზაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა