ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

IPN: გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეჩერდეს!

ნახვები: 498 IPN: გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეჩერდეს!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეჩერდეს! სანქციები უნდა განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, მაგრამ სამართლიანი არჩევნებია საჭირო.

„ვფიქრობ, რასაც ჩვენ ამ წელს ვხედავთ, ქვეყნის „სტალინიზაციაა". ხალხისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა ხდება იმისთვის, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბელარუსს ან რუსეთს, პროტესტის, თავისუფალი არჩევნების, შეკრების თავისუფლების გარეშე. თუ მას დაუშვებენ და დასავლეთი დაკარგავს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დასავლეთთან დაკავშირებას, ეს ნამდვილად საშინელება იქნება. „ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა შეჩერდეს. სანქციები უნდა განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ. შეიძლება ამას შეცდომა უწოდოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ევროპა ძალიან რთულ ვითარებაშია და გაყოფილია, მის მთავარ ფოკუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოადგენს. ასე რომ, შესაძლოა „ქართულმა ოცნებებმა“ მიიჩნია ეს შესაძლებლობად, რადგან იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უბრალოდ არ შეუძლიათ, თვალი ადევნონ თბილისში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ამაში მინდა შევაქო ქართველი ხალხის სიმამაცე. რომ არა მათი გამძლეობა იმ ყველაფრის წინაშე, რაც მათ გააკეთეს, მიუხედავად რეპრესიებისა, დაკავებისა, ჯარიმებისა და სახლებში ჩხრეკისა, ისინი მაინც აპროტესტებენ. 70 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველდღე გადიხართ გარეთ, როდესაც ცივა და წვიმს, და ალბათ, გეშინიათ დაპატიმრების, შემდეგ კი მაინც ისევ იმავეს აკეთებთ. დემონსტრაციების გარეშე, დიდი ალბათობით, ევროპა საერთოდ ვერ გაიგებდა და არც დაინტერესდებოდა იმით, რა ხდება საქართველოში.

რა თქმა უნდა, სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, მაგრამ სამართლიანი არჩევნებია საჭირო. თუ ახალ არჩევნებს მოაწყობენ და მაინც გააყალბებენ, ეს არ არ იქნება რაიმეს გაუმჯობესება”, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა