ჯო უილსონი ეუთოს სამი კომიტეტის სხდომაზე - საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით „არა ახალ ოკუპაციას“, „არა რუსულ რეჟიმს!
გოჩა მირცხულავა: დღეს რომ ოპოზიცია არ ჩანს, ეს არის, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის დამსახურება და ჩვენ ამას არ უნდა წავუყრუოთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ
ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე ნიკუშა კაციას თითის კვალი არ ამოვიდა, საბადრაგო სამსახური მასზე ძალადობს
Ukraine's air defenses down 87 Russian drones overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,280 over past day
Speaker Johnson on new aid to Ukraine: "There is no appetite for that"

ტელეოპერატორ ლაშა ჯიოშვილის დაკავების დეტალები

20.02.2025 ნახვები: 515

ვინ ხართ-მეთქი, ვეკითხებოდი და ერთ-ერთმა, რომელსაც კუბოკრული ნაჭერი ჰქონდა აფარებული პირზე, ჩურჩულით მითხრა, პოლიციელი ვარო. ეს რომ მითხრეს, ვყვიროდი, რომ ჯიბეებში არაფერი ჩაედოთ, - ამის შესახებ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა "ტვ პირველის" ოპერატორმა ლაშა ჯიოშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად განმარტა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.

"22:30 საათისთვის დავიძარი რუსთაველის გამზირიდან, "მარიოტთან" შემხვდა მეგობარი და წავედით მანქანისკენ, რადგან სხვა მეგობართან გვეჩქარებოდა. პლაკატი, რასაც მოყვა ალიაქოთი, გრაგნილის სახით მქონდა თან და მოხვეული მქონდა დროშა. რადგან ბევრი ჩაბნელებული ადგილი უნდა გამევლო, შავებში ჩაცმული ხალხიც დავინახე, გადავწყვიტე რუსთაველით გამეგრძელებინა სიარული. ერთ-ერთი ტელეფონში იყურებოდა და ფოტოს მე მადარებდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იქვე დავინახე. როგორც კი "ბილტმორს" გავცდი, დამეჯახა ადამიანების ჯგუფი, ჩემი მეგობარი გაისროლეს შორს და აღმოვჩნდი წრეში. დაკავებული ადრეც ვარ, მაგრამ ასე არ ყოფილა. მაშინაც თქვენ გამასამართლეთ და დამაჯარიმეთ. 10 წუთის განმავლობაში არც მაკავებდნენ და ვითხოვდი ჩემს სამსახურში დაერეკათ ჩემს მეგობრებს. ვინ ხართ-მეთქი, ვეკითხებოდი და ერთ-ერთმა, რომელსაც კუბოკრული ნაჭერი ჰქონდა აფარებული პირზე, ჩურჩულით მითხრა, პოლიციელი ვარო. ეს რომ მითხრეს, ვყვიროდი, რომ ჯიბეებში არაფერი ჩაედოთ. არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. მანქანაში რომ ჩავჯექი და დავიძარით, მარტო თვალები უჩანდათ, მაგრამ მძღოლის ამოცნობაც შემიძლია. ტელეფონზე ურეკავს ვინმე ზაზა, რომელიც დაკავების ადგილზე დარჩათ, შევედით მიწისქვეშა გადასასვლელში ისევ, ჩაჯდა ვიღაც 150-კილოიანი ადამიანი, დავიძარით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და მალევე მანქანიდან გადავიდა ეს ზაზა.

ამის შემდეგ მეკითხება პოლიციელი, ვინც წინ იჯდა, რა ეწერა პლაკატზეო. გავუმეორე, თუმცა, აზრს ვერ მიხვდა, გადაულაპარაკა მეორეს, ალბათ რამე ფილოსოფიური დევს ამაშიო. სანაპიროზე რომ ვიყავით, ისევ დაურეკეს, უნდა მოტრიალდეთო, მეორეს ურეკავდნენ არ გაჩერდეთ სანაპიროზე, პირდაპირ სამსახურში წადითო. სანაპიროზე რატო მაჩერებდნენ, არ ვიცი. შევიყვანოთ თუ არაო, რომ მივედით, ამ კითხვით გადარეკეს კიდევ ვიღაცასთან და შემიყვანეს. მთელი გზის მანძილზე, არ ვიცი რა წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე, ჰალკი არ ვარ, ხელით ვეჭირე ძლიერად. გამოკითხვის დროს რამდენჯერმე მკითხეს, სად ვმუშაობდი, ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული - "ტვ პირველი", ნანუკა ქაჯაიას ჩართვასაც ვხედავდი, პოლიციელებს რომ მისდევდა, ვიკა ბუკია კუპატაძეს რომ ურეკავდა. ამასობაში, ტელეფონზე დაურეკეს იქ მყოფებიდან ერთ-ერთს, ლაშა ჯიოშვილი მანდ არის თუ არაო და უპასუხა - არაო. მალე მითხრა ერთ-ერთმა, უკვე იცის მელაძემ, რომ აქ ხარ და მალე მოვლენო, თან იქ მყოფებს სწრაფად ფორმების ჩაცმა დაავალეს",- განაცხადა ოპერატორმა.

მისივე თქმით, პოლიციელებს მისი "სთორი" ნანახი ჰქონდათ.

"რად გინდოდა პანიკები ჯიბეში არაფერი ჩაგვიდოთო? ვუპასუხე, რომ დაზღვეული არაფრისგან არ ვარ და პრევენციის გამო-მეთქი. თუ ჩადება გვინდა, სახლიდან ამოგიღებდით ტყვია-წამალსო. სწრაფი ტემპით, არც პატაკი, არც ოქმი არ იყო შევსებული და უფროსმა დაავალა, დროზე შეავსეთო, რადგან ტელევიზია არ უნდა მოსულიყო. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს იზოლატორში. 36 საათი იქ გავატარე, რამდენად მიმიძღვის ბრალი თქვენ გადაწყვიტეთ", - განაცხადა ჯიოშვილმა.

ცნობისთვის, 

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული „ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2500 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის, ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა