სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

თინა ბოკუჩავა - ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერი არჩევნები და მასში მონაწილეობა

ნახვები: 519 თინა ბოკუჩავა - ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერი არჩევნები და მასში მონაწილეობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა შეიცვალოს სისტემა და „ის თამაშის წესები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განსაზღვრა".

„ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა - ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერი არჩევნები და მასში მონაწილეობა, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის. ასეთი მანკიერი სისტემა შექმნა ივანიშვილმა. მიგვაჩნია, რომ სანამ არ შეიცვლება თავად ეს სისტემა და ის თამაშის წესები, რომელიც განსაზღვრა ივანიშვილმა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, კალანდარიშვილების თუ ნებისმიერი სხვა მარიონეტის გამოყენებით, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს. უნდა შევცვალოთ თამაშის წესები, უნდა შევცვალოთ მოცემულობა იმგვარად, რომ ქვეყანაში შესაძლებელი იყოს თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. შემდეგ, ყველა დემოკრატიული ძალა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ქვეყანას დავაბრუნებთ დემოკრატიული პოლიტიკური განვითარების გზაზე“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შესაძლებელია მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანდეს ოპოზიცია, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვიან, მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტი იყოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არჩევნებამდე და დღესაც იყო და არის ერთიანობისკენ მოწოდება, ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა ერთიან სიაზე. პირადად, არაერთი მოწოდება გამიკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით. პარტიის თითოეულ მხარდამჭერს გვჯერა და გვწამს, რომ ახლა განსხვავებების ძიების დრო ნამდვილად არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს არის მართლაც გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. თუმცა, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ერთეული პოლიტიკოსები, თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები განსხვავებულად უყურებენ ამ მოცემულობას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა