გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

კაია კალასი - რუსეთს დათმობებზე წასვლა არ სურს

ნახვები: 547 კაია კალასი - რუსეთს დათმობებზე წასვლა არ სურს

რუსეთს დათმობებზე წასვლა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„თუ სატელეფონო ზარის შემდეგ გავრცელებულ ორივე განცხადებას წაიკითხავთ, ნათელია, რომ რუსეთს რაიმე სახის დათმობებზე წასვლა ნამდვილად არ სურს“, - განაცხადა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყონ. კრემლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა