მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო რუსეთს არ ენდობა - უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად

ნახვები: 482 ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო რუსეთს არ ენდობა - უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად

როგორ მოიქცევა რუსეთი უახლოეს დღეებში ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს გამოავლენს - ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, თუ კვლავ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში, თუ განახლდება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ რუსული მანიპულაციები და მუქარები გაგრძელდება, მაშინ ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო მოსკოვის წინააღმდეგ.

მისი თქმით, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება.

„დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და უკრაინის მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი გუნდების კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის. ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები. ჩვენ მათ არ ვენდობით და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის მოტყუება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა