ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

მამუკა ხაზარაძე - რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!

ნახვები: 550 მამუკა ხაზარაძე - რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო - დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს! - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე წერს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, სისხლით მოპოვებული თავისუფლება დღეს ისევ საფრთხეშია!

„1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო!

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

ეს იყო ქართველი ერის დიდი გზა მსხვერპლით, დაკარგული ტერიტორიებით, განადგურებული ოჯახებით, დევნილობით, მაგრამ მაინც ეროვნული იდეის გადარჩენისა და განვითარების გზაზე დადგომის ყველაზე სახელოვანი ისტორიით პოსტსაბჭოთა სივრცეში! ამ ისტორიის კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომში იმ გმირი ჯარისკაცების თავდადება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს რუსული ჩექმისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!

დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება!

დღეს ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა!

ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება!

საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა!

სრული ბოიკოტი რუსული ოცნების რუსულ კომისიას!

რუსეთი მტერია!

ანწუხელიძე უკვდავია!“- წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა