მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან

ნახვები: 600 ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან

შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან - ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მას ეკითხებიან, თუ რატომ არ ითხოვს მისი დაკავების შესახებ კადრების გასაჯაროებას.

„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს „ქოცებმა“. ახლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო.

ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ.

  1. შსს- საკუთარ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხება და მოიგონა რაღაც წამალი, რითაც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ.
  2. შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან.
  3. ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“, - წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა