მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი - 4 აპრილს გაიმართება რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა - ვინც მზად არის, კონტინგენტი განალაგოს

ნახვები: 458 ვოლოდიმირ ზელენსკი - 4 აპრილს გაიმართება რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა - ვინც მზად არის, კონტინგენტი განალაგოს

"მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილ გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პარასკევს, 4 აპრილს, იმ ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინაში კონტინგენტის განლაგებისთვის.

“რაც შეეხება კონტინგენტის საკითხს, პარასკევს [4 აპრილს] გვექნება შეხვედრა, რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა იქნება, ქვეყნების ვიწრო წრის. მათი, ვინც მზად არის კონტინგენტი განალაგოს ამა თუ იმ ფორმით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს “პირველი ღრმა შეხვედრა” იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით.

“იყო კონსულტაციები, ხოლო ეს პირველი ღრმა შეხვედრა იქნება. დავინახავთ გარკვეულ განმარტებებსა და გარკვეულ დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის ბაზირებული იქნება უკრაინული მხარის მომზადებულ წინადადებებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა