Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ვიყიდოთ

ნახვები: 489 ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ვიყიდოთ

მზად ვართ, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ვიყიდოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამაზე გვისაუბრია აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან: უკრაინა უბრალოდ არ ითხოვს - მზად ვართ შესაბამისი [საჰაერო თავდაცვის] დამატებითი სისტემები ვიყიდოთ. სწორედ ძლიერი იარაღია ერთადერთი რამ, რასაც შეგიძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა ანდო, როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა პირველი პრიორიტეტია და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკვე ეხმარებიან უკრაინას.

„დღეს სწორედ აქედან, კრივი რიჰიდან, მივმართე „რამშტაინის” მონაწილეებს - ბრიუსელის სხდომაზე. ჩვენთვის მთავარია საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, მათი რაკეტები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი ქალაქები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე - საჭიროა სისტემები, ისინი არსებობს მსოფლიოში, და საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საჰაერო თავდაცვამ იმუშაოს, იმუშაოს აქ, უკრაინაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა